ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის ორგანიზებით საინფორმაციო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო მიმდინარე კონკურსები.
შეხვედრაზე საუბარი იყო იმ შესაძლებლობებზე რაც დოქტორანტებისთვის, პოსტდოქტორანტებისთვისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სწავლისა და კვლევის თვლსაზრისით არსებობს.
შეხვედრაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ: ნინო ოკრიბელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ლევან ხეცურიანი - „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ნინო ფარსადანიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტი ევროპის ოფისის ხელმძღვანელი (მოდერატორი). ეკატერინე სანაია - ევროპის კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირი, თეონა მაისურაძე - მარია სკლადოვსკა კიურის პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირი და სხვები.